როგორ გავხადოთ პატარა ოთახი - დიდი!

პატარა სივრცე თანამედროვე დეკორატიული საშუალებების ხარჯზე სულაც აღარ წარმოადგენს პრობლემას. მეტი დეველოპმენტი გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, თუ როგორ შეიძლება გამოვაჩინოთ პატარა ოთახი ბევრად უფრო ფართო, ნათელი და დიდი!
უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ სინათლეს, რაც მეტ სივრცეს შემატებს ოთახს.

თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ისინი ბევრ ადგილს იკავებს და შესაბამისად ზღუდავს ფართს.

ოთახებისთვის შეარჩიეთ ღია და ბუნებრივი ფერები, რაც ვიზუალურად სივრცის ეფექტს შექმნის.

შეიძინეთ მულტი-ფუნქციური ავეჯი, რაც პრაქტიკულია და რაც მთავარია ზოგავს ფართს.

დატვირთეთ კედლები სარკეებით - შექმენით ვიზუალური ვირცე.

გააფორმეთ ოთახი კედლიდან ძირამდე თაროებით. ჭერი ბევრად უფრო მაღალი გამოჩნდება და თანაც წვრილმანებისთვის ადგილიც გექნებათ.

ნუ გადატვირთავთ ოთახს, დატოვეთ მეტი თავისუფალი ადგილი, რათა შეიქმნას სიმსუბუქისა და სივრცის შეგრძნება.

“ითამაშეთ ფერებით” - რამდენიმე ფერი თქვენს ოთახს მრავალფეროვნებას და თანაც სხვადასხვა განზომილებას შესძენს.

პატარა ოთახი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება შეიძინოთ მასიური ავეჯი - პირიქით რამდენიმე დიდი ნივთი პატარა სახლში მეტი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

იმედია ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ - გისურვებთ წარმატებას!