როგორ გავანათოთ სახლი?

განათება ერთ-ერთი უმნიშველოვანესი და გასათვალისწინებელი დეტალია სახლის მოწყობის დროს. "მეტი დეველოპმენტი" გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, თუ როგორ გავანათოთ სახლი:

მეტი სივრცისა და სინათლის მისაღებად აუცილებელია კედლის ნათელი ფერები, სარკეები და სხვადასხვა სახის განათებები. მაგალითად, დერეფანში გრძელ კედლებზე უნდა ჩამოკიდოთ სარკეები, ან თუნდაც ნახატები შუშის ჩარჩოში - შუშის ზედპირზე შუქი იდეალურად აირეკლება და სახლს უფრო ნათელს ხდის.თუკი თქვენს სამზარეულოში სინათლის ნაკლებობაა, ავეჯის სწორი განლაგება ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სამზარეულოში ასევე უმნიშვნელოვანესია კედლების ღია შეფერილობა და ავეჯის ამრეკლავი ზედაპირი.

კედლების ღია შეფერილობა არ გულისხმობს აუცილებლად თეთრ ფერს - შესაძლებელია მოცისფრო და მომწვანო ფერების გამოყენება, რაც სივრცეს ნათელსა და ჰარმონიულს გახდის.

სახლის განათების კიდევ ერთ მიღებულ მეთოდად გვევლინება ფანჯრები ფარდის გარეშე.

თუკი მაგალითად, საძინებელ ოთახში კედლების შუა ნაწილი მუქია, გვერდებიდან სივრცე ბევრად უფრო დიდი და ნათელი ჩანს.

დიდი სანათის ნაცვლად, გამართლებული მეთოდია ოთახში მცირე ზომის, სხვადასხვა სახის განათების დამონტაჟება.

ნუ გადატვირთავთ ოთახებს - ოთახში სადაც მეტი საგანია, სინათლეც ბევრად ნაკლებად აღსაქმელია.